ბიზნესის შეფასება

ბიზნესის შეფასება არის კომპანიის ყველა აქტივის: უძრავი ქონების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ინვესტიციების და არამატერიალური აქტივების და ვალდებულებების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი.
ბიზნესის ღირებულება მისი ფუნქციონირების შედეგების ობიექტური მაჩვენებელია. ბიზნესის ღირებულების შეფასება ფაქტობრივად ეს არის საწარმოს მიმდინარე მოღვაწეობისა და პერსპექტივების ფინანსური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ანალიზი
  • საწარმოს შეფასება
  • საინვესტიციო პროექტის შეფასება
  • ფაბრიკა-ქარხნის შეფასება
  • აპლიკაციის შეფასება
  • სამედიცინო კლინიკის შეფასება
  • ავტოგასამართი სადგურის შეფასება
  • სასტუმროს შეფასება
  • კომპანიის ან კომპანიის წილის შეფასება

დაგვიკავშირდით

დამატებითი ინფორმაციისთვის ან მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით