შეფასების ცენტრი

15 წლიანი გამოცდილება, ექსპერტთა სანდო გუნდი

ჩვენ შესახებ

შეფასების ცენტრში თქვენ იპოვით ექსპერტთა სანდო გუნდს შეფასების და არქიტექტურის საკითხებში, რომელიც დაგიცავთ არარციონალური ბიზნეს გადაწყვეტილებისგან და წამართავთ თქვენ გრძელვადიანი წარმატებისკენ. ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს აქვთ დიდი გამოცდილება თითოეულ სფეროში და ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს უმაღლესი დონის ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ

სრული მომსახურება

რა არის შეფასება?

შეფასება არის შემფასებლის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად მიღებული აზრი ღირებულების შესახებ,. ქონების პროფესიული შეფასების დროს იგულისხმება ქონების ეკონომიკური ფასეულობის განსაზღვრა. შეფასება მიზნად ისახავს ქონებაზე საკუთრების უფლების ღირებულების და ამ უფლების გამოყენების შედეგად მისაღები ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრას.

ტიპიურად გამოიყენება სამი მეთოდი ღირებულების დასადგენად:

  • გაყიდვების შედარების მეთოდი – მდგომარეობს შესაფასებელი ობიექტის ს მსგავსს, გაყიდულ ობიექტებთან შედარებას. შედარების მეთოდი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში.
  • დანახარჯების მეთოდი – რომლის დროსაც ღირებულების დაანგარიშება ხდება, გაუმჯობესებების ჩანაცვლების ღირებულებიდან ცვეთის გამოკლებით და მიწის ღირებულების მიმატებით.
  • შემოსავლების მიხედვით დაანგარიშების მეთოდი ყველაზე აქტუალურია, შემოსავლების მქონე ობიექტების შეფასების დროს, რადგან ის მხედევლობაში იღებს ინვესტორის მოლოდინს ობიექტიდან მიღებულ შემოსავლებზე.
    ჩვენი პროფესიონალი შემფასებლების გუნდი უზრუნველყოფს თქვენთვის ოპტიმალური და სანდო ინფორმაციის მიწოდებას იმისათვის რომ მიიღოთ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება თქვენს ქონებასთან დაკავშირებით